• ტრანსლამინარული ინსექტო-აკარიციდი, რომელიც მოქმედებს კონტაქტურად და მავნებლის ორგანიზმში მოხვედრის გზით. შესხურება განახორციელეთ ცხრილში მითითებული დოზებით, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 1.5 ლ/ჰა-ს. რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით არ გამოიყენოთ წელიწადში 3-ზე მეტჯერ. ციტრუსებზე წითელი ტკიპების შემოტევის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეთ მანვებლების შემოტევის დასაწყებისთანავე, სამუშაო ნაზავის იმ მოცულობის გამოყენებით, რომელიც საჭიროა შედეგიანი დოზირებისთვის – დაახლ. 1-1,4 ლ/ჰა, წითელი ტკიპებისთვის – 0,08 – 1 ლ/ჰა და ბოლოს ჩრჩილისთვის გამოიყენეთ ნაზავის მოცულობა 2000-3500 ლ/ჰა ნარგაობის სისქის მიხედვით. აუცილებელია გამოიყენოთ ზაფხულის ზეთი დოზით 0,2 – 0,5 %. ლიმნის ხეზე გარეული პიტნის ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენეთ მავნებლების შემოტევის დასაწყისში ნაზავის იმ მოცულობის გამოყენებით, რომელიც საჭიროა შედეგიანი დოზირებისთვის – დაახლ. 0,8 – 1 ლ/ჰა. ვაშლის ხეებზე გამოიყენეთ ფოთლების ცვენამდე. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ ორი თვის შემდეგ. გამოიყენეთ 1000-1500 ლ/ჰა ნაზვის მოცულობა. არ გამოიყენოთ წელიწადში ორზე მეტჯერ ან 2 4 ლ/ჰა/წელი. ეფექტურობის გაზრდისთვის შეიძლება ზაფხულის ზეთში შერევა 0,25%; არ გამოიყენოთ დაბალი ტენიანობის და ექსტრემალური პირობების დროს. სალათში გამოიყენეთ გადარგვიდან 20 დღის შემდეგ. პომიდვრისთვის დახურულ გრუნტში გამოყენებისას ლოდინის პერიოდი 7 დღეა.  
    კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი (დღე)
    ვაზი ყურძნის ჭია, ტკიპები 0.6-1.2 28
    კომბოსტო ტკიპები, თეთრულები, კომბოსტოს ხვატარი 0.3-0.6 14
    ციტრუსი ჩრჩილები, წითელი აბლაბუდიანი ტკიპა 0.75-1.5 10
    კარტოფილი კარტოფილის ფსილა, კოლორადოს ხოჭო 0.6-1.2 14
    ვაშლი ტკიპები, ფოთლის მენაღმე ჩრჩილი, ბუგრები 0.75-1.5 28
    მსხალი ტკიპები, მსხლის ფსლილა 0.75-1.5 28
    პომიდორი, კიტრი, ბაღჩეული კულტურები ფოთლის მენაღმე ჩრჩილი, კალიფორნიის თრიფსი, ბაღჩის ბუგრი, ორანჟერეის ფრთათეთრა, ტკიპები (ჩვეულებრივი, აბლაბუდიანი ტკიპა და სხვა) 0.3-1.2 7
    დეკორატიული მცენარეები ტკიპები, მენაღმე ჩრჩილი, ბუგრები, ორანჟერეის ფრთათეთრა 0.6-1.2
    კენრკოვანი კულტურები ტკიპები 1.2 7