წყალში ხსნადი სასუქი – იარატერა    კალცინიტი – კალციუმის გვარჯილა

YaraTera™ CALCINIT™ წყალში სრულად ხსნადი, აზოტის და კალციუმის შემცველი სასუქია, რომელიც განკუ­თ­ვ­ნილია მო­რ­წ­ყ­ვის სხვადასხვა სისტემებისთვის, აგრეთვე ფესვგარეშე (ფოთლოვანი) გამოკვებისთვის. იგი გამოი­ყენება ფერ­ტი­გა­­ციაში და ჰიდროპო­ნიკის საშუალებით, წვეთოვანი სარწყავი სის­ტემე­ბის გაჭედვის რისკის გარეშე. YaraTera™ CALCINIT™ უზრუნველყოფს აზოტისა და კალ­ციუმის მყისიერ და გრძელვადიან ურთიერთქმე­დებას მცე­ნარე­სთან, განსა­კუ­თ­რებით არახელსაყრელი ნიადაგის სახეობის პირო­ბებში. აუმჯობესებს სა­რეა­ლიზაციო პრო­დუქციის ხარისხის შენარჩუნებას. ზრდის დაავადებების მიმართ მედეგობას ისეთ მცენარეებში, როგო­რიცაა კარტოფილი, ხეხილი და ბოსტნეული კულტურები. კალციუმი, რომელსაც შეიცავს YaraTera™ CALCINIT™, უზრუ­ნ­ველყოფს მცენარეთა კარგ დაფესვიანებას, ამცირებს სტრესულ გავლენას, ამყარებს მცენარის უჯრედის კედლებს და ქსოვილებს. აუმ­ჯო­ბესებს ნა­ყოფის ხარისხს.