გრანულირებული მინერალური სასუქი – YARAMILA NPK 9-12-25

YaraMila™ NPK 9-12-25 კომპ­ლე­ქ­­სური გრანულირებული NPK სასუქია, რომე­ლიც ძირითადად  გამოიყენება ნიადაგში შესატა­ნად და სხვა­დასხვა კულ­ტურების გამოკვებისთვის. სასუქის თითოეუ­ლი გრანულა შეი­ცავს მცენარისთვის აუცილებელ მაკრო და მიკროე­ლემე­ნტებს სწო­რი თანაფარდობით და მცენა­რე­თათვის მისაღები ფორ­მით. ფოსფორი, რო­მელსაც შეი­ცავს YaraMila™ 9-12-25 წყალში სრუ­ლად ხსნა­დია. სასუქი შეიცავს აზოტს ნიტრატული და ამონიუმის ფორმით. YaraMila™  9-12-25 -ის გრანულე­ბი გან­­სა­­კუ­თ­რე­ბით მდგრადია და სხვა სასუქებ­თან შედა­რე­­ბით შენახვის ან ნიადაგში შეტა­ნის დროს,  ნა­კ­ლებად ექვემდება­რე­ბა დეგრა­და­ციას და მტვერის წარმოქმნას. გარდა მდგრადობისა, ყველა გრანულა თანაბარი ზომისაა, რაც ხელს უწყობს ნიადაგში მათ ზუსტ და აკურატულ შეტანას. ეს ამცირებს სასუქის დანაკარგებს და ზრდის მოსავლიანობას. სასუქი განკუთვნილია მარ­ცვლოვანი და ტექნიკური კულტურებისთვის.