იარამილა NPK 7-20-28

YaraMila NPK 7-20-28 კომპ­ლე­ქ­­სური გრანულირებული NPK სასუქია, რომე­ლიც გამოიყენება ნიადაგში საბაზისო, ძირითად სასუქად შესატანად და სხვა­დასხვა კულ­ტურების გამოსაკვებისთვის. სა­სუ­ქის თითოეუ­ლი გრანუ­ლა შეი­ცავს მცენარისთვის აუცი­ლე­ბელ მაკრო და მიკ­როე­ლემე­ნტებს სწო­რი თანა­ფა­რ­დობით და მცენა­­რე­თა­თვის მისაღები ფორ­მით. ფოსფორი, რო­მელსაც შეი­ცავს Yara Mila™ NPK 7-20-28, წყალში სრუ­ლად ხსნადია. სასუქი დაბალანსებულად შეიცავს აზოტს ნიტრატული და ამონიუმის ფორმით. YaraMila™ NPK 7-20-28 -ის გრანულე­ბი გან­­სა­­კუ­თ­რე­ბით მდგრადია და სხვა სასუქებ­თან შედა­რე­­ბით შენახვის ან ნიადაგში შეტა­ნის დროს,  ნა­კ­ლებად ექვემდება­რე­ბა დეგრა­და­ციას და მტვერის წარმოქმნას. გარდა მდგრადობისა, ყველა გრანულა თანაბარი ზომისაა, რაც ხელს უწყობს ნიადაგში მათ ზუსტ და მოწესრიგებულ შეტანას. ეს ამცირებს სასუქის დანაკარგებს და ზრდის მოსავლიანობას. YaraMila™ NPK 7-20-28 ძირითადი (საბაზისო) სასუქის სახით გამოიყენება შემოდგომაზე და გაზა­ფ­ხუ­ლზე ნიადაგის ხვნის პერიოდში. შესაძლებელია სასუქის გამოყენება დამატებით საკვებად რიგთაშორისი კულტივირების დროს. სასუქი განკუთვნილია მარცვლოვანი და ტექ­ნი­კუ­რი კულტუ­რე­ბისთვის, ასევე მრავალწლიანი მცენარეებისთვის.