გრანულირებული მინერალური სასუქი – იარამილა NPK 16-27-7

YaraMila™ 16-27-7 სასოფლო-სამეუ­რ­ნეო კულ­ტუ­რების­თ­ვის განკუთვნილი კომპ­ლე­ქ­­სური, გრანულირებული NPK სასუქია. სასუქი გამოირჩევა ფოსფორის მაღა­ლი შემ­ცველობით. ასევე შეი­ცავს აზოტს, როგორც მყისიერად ხელ­მი­საწვდომ ნიტრატულ ასევე ნელა ათვისებადი ამონიუმის ფორმით. YaraMila™  16-27-7 კვებავს კულ­ტურას მთელი სე­ზო­ნის განმავლობაში. YaraMila™ 16-27-7 მდი­დარია ფოსფორით და ამიტომ მისი გამოყენება განსაკუთ­რებით მიზან­შე­­წონილია შემოდგომაზე ან გაზაფხულზე საბაზისო სასუ­ქის სახით. YaraMila™  16-27-7 შეიცავს ფოსფორს ხელ­მი­­ს­ა­წვ­დომი ფორ­მით, რაც ხელს უწყობს ფესვების აქტიურ ზრდას და უზრუნველ­ყოფს ახალგაზრდა მცენარეების კარგ საწყის ზრდას. გოგირდი ერთ – ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცე­ნარეში ყველა პროცესის ოპტიმალურად უზრუნველყოფისთვის. სასუქი შეიცავს თუთიასაც, რომე­ლიც ძალზედ მნი­შ­ვ­ნელოვანი მიკროელემენტია. თუთია განსა­კუთრებით საჭიროა საშემოდ­გომო კულ­ტუ­რებისთვის. ამრიგად, YaraMila™ 16-27-7 უზრუნვე­ლყოფს მცენარეების კარგ საწყის ზრდას, კერძოდ კი, თუთიის მიმართ უფრო მაღალი მოთხოვ­ნების მქონე სასო­ფლო-სამეურ­ნეო კულტურებში.