მარტივი წყალში ხსნადი სასუქი – კრისტა კ პლუს – კალიუმის ნიტრატი

YaraTera KRISTA K PLUS არის წყალში სრულად ხსნადი კა­­ლიუ­მის ნიტრატის სასუქი. წარმოდგენილია წვრილი კირსტალური ფხვნილის სახით, რომელიც არ ტოვებს ნარჩენებს. განკუთვნილია ფერტიგაციისთვის – წვეთოვანი სისტემა, დაწვიმება, სპრინკლერები  და სხვა სარწყავი დანადგარები. აზოტი ნიტრატული ფორმით:
  • უშუალოდ ხელმისაწვდომია მცენარეთათვის და უზრუნველყოფს მათ სწრაფ და პრო­გ­ნოზირებად ზრდას.
  • არ არის აქროლადი და არც ნიადაგის ნაწილაკებზე აბსორბირდება, რაც მას ხდის მცენარეთა­თვის ადვილად ხელმისაწვდომს.
  • მებაღეობის და მაღალი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობისთვის აზოტის აუცილებელი, უპირობო წყრო.
  • აუმჯობესებს კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის კათიონების ათვისებას.
 კალიუმი აუმჯობესებს:
  • სხვა საკვები ნივთიერებების ეფექტურობას, ზრდის მოსავლიანობას.
  • ნაყოფის ფორმას, ფერს და შაქრის შემცველობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კულტურის ხარისხისთვის.
  • წყლის ეფექტურ გამოყენებას, რაც ცხელ ამინდში ხელს უწყობს წყლის დანაკარგების კონტროლს და აუმჯობესებს გამძლეობას სიცივის მიმართ, მაგალითად ყინვების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია სტრესის ამტანობისთვის.
  • უჯრედის კედლის მდგრადობას, რაც ეხმარება მცენარეებს გაუმკლავდენ დაავადებებს და მწე­რე­ბის მიერ გამოწვეულ ინფექციებს.
N: K-ს დაბალი თანაფარდობა – YaraTera KRISTA K PLUS- ს გააჩნია N: K-ს დაბალი თანაფარდობა 1: 3-თან, რაც იდეალურია ყვავი­ლე­ბისთვის და ხეხილის წარმოებისთვის. თავსებადობა – YaraTera KRISTA K PLUS-ის  შერევა შესაძლებელია წყალში ხსნად სასუქებთან. მაღალი სიწმინდე – YaraTera KRISTA K PLUS არ შეიცავს ქლორს, ნატრიუმს და მძიმე მეტალებს.  
ნივთიერება პროცენტული შემადგენლობა (%)
N (აზოტი) N (აზოტი სულ) 13.7
NO– ნიტრატული ფორმა 13.7
K2O – კალიუმის ოქსიდი 46.3