გრანულირებული მინერალური სასუქი – იარამილა NPK 8-24-24

YaraMila™  NPK 8-24-24 კომპ­ლე­ქ­­სური გრანულირებული NPK სასუქია,  რომე­ლიც განკუთვნილია ნიადაგში საბაზისოდ შესა­ტანად და სხვა­დას­ხვა კულ­ტურების გამოკვებისთვის. სასუ­ქის თითოეუ­ლი გრანულა შეიცავს მცენარისთვის აუცი­ლებელ მაკრო და მიკროე­ლემე­ნტებს სწო­რი თანაფა­რ­დობით და მცენა­რე­თათვის მისაღები ფორ­მით. ფოსფორი, რო­მელსაც შეი­ცავს Yara Mila™ NPK 8-24-24, წყალში სრუ­ლად ხსნადია. სასუქში აზოტის შემცველობა ნი­ტ­­რატული და ამონიუმის ფორმით დაბა­ლა­­ნ­­სებულია. YaraMila™  NPK 8-24-24 -ის გრანულე­ბი გან­­სა­­კუ­თ­რე­ბით მდგრადია და სხვა სასუქებ­თან შედა­რე­­ბით შენახვის ან ნიადაგში შეტა­ნის დროს,  ნა­კ­ლებად ექვემდება­რე­ბა დეგრა­და­ციას და მტვერის წარმოქმნას. გარდა მდგრადობისა, ყველა გრანულა თანაბარი ზომისაა, რაც ხელს უწყობს ნიადაგში მათ ზუსტ და აკურატულ შეტანას. ეს ამცირებს სასუქის დანაკარგებს და ზრდის მოსავლიანობას. YaraMila™ NPK 8-24-24 გამოიყენება, როგორც საბაზისო სასუქი შემოდგომაზე და გაზაფხულზე, ნიადაგის ხვნის დროს. გამოკვებისთვის სასუქი ნიადაგში შეაქვთ   ზედა­პირულად, რასაც შემდეგ მოსდევს ნიადაგის გაფხვიერება. სასუქი განკუთვნილია კარტოფილის, მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურებისთვის.