გრანულირებული მინერალური სასუქი – იარალივა ნიტრაბორი

YaraLiva™ NITRABOR™ არის გრანულირებული სასუქი, რომელიც შეიცავს ბორს, აზოტს და კალციუმს. გამოიყენება ნიადაგიდან შეტანისთვის. სასუქი განკუთვნილია ნიადაგში მშრალად შეტანისთვის. გაა­ჩ­ნია კარგი ხსნადობა და სპეციალური დამცა­ვი გარსი, რომე­ლიც ხელს უშლის მტვერის წარ­მოქმნას. სასუქის გაფანტვისას, გრანულების მყარი სტრუქტურა უზ­რუნვე­ლ­ყოფს ნაწილაკების მთლიანობას და ხელს უწყობს მათ თანა­ბრად გა­დანა­წილებას. ნიადაგში მოხვედ­რის შემდეგ, გრანულები სწრაფად იშ­ლე­ბა და ურთიე­რ­თ­ქმედებს მცენა­რეებთან. YaraLiva™ NITRABOR™ ზრდის მცენარეთა მდგრა­დობას სტრე­სული სიტუაციების მიმართ (მოუ­ლოდნელი ტემ­პე­რა­ტურული ცვლილე­ბები, დაავადებებით გამოწვეული დაზიანება), ახან­გ­რძ­ლივებს მო­სა­ვლის შენახვის პერიოდს და ხელს უწყობს  სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის შენა­რ­ჩუნებას. სასუქი YaraLiva™ NITRABOR™ გამოიყენება ნიადაგის საბაზისო დამუშავებისთვის, ლო­­­კალური გამოკვების სახით, მცენარის ადრეული  ზრდის და განვითარების ფაზებში. ბორი, რომელსაც შეიცავს სასუქი, უზრუნვე­ლ­ყოფს კარგ ყვავილობის ფაზას და ნაყოფის წარმოქმნას, მცენარეებში მყარი და ელასტიური ქსო­ვი­ლების განვითარებას. აუმ­ჯობესებს ნაყოფის ხარისხს. ზრდის მცენარის მდგრადობას დაავა­დებების მიმართ.