ზრდასრული და მოუმწიფებელი მწუწნი მავნებელების კონტროლის ახალი სტანდარტი
სივანტო® პრაიმი მაღალსელექციური სისტემური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოყენებაში ძალზედ მოქნილია ფართო სპექტრის მწუწნი მავნებლების წინააღმდეგ, როგორებიც არიან: ბუგრები და ფრთათეთრები. პრეპარატი ასევე ძალიან ეფექტურია ფქვილისებრი ცრუფარიანას, მენაღმეების, ციტრუსოვანთა ფსილას, ასევე ზოგიერთი ცხვირგრძელების, თრიფსების და ხოჭოების წინააღმდეგ. უნიკალური რეცეპტის ფორმულაციის გამოყენებით, სივანტო® პრაიმი დაფუძნებულია სპეციალურად შემუშავებული ემულგატორის სისტემაზე, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა გამოყენებული აგროქიმიური ინდუსტრიის ფარგლებში.მოქმედების მექანიზმი
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გავლენას ახდენს მავნებლების ნერვულ სისტემაზე. შესხურების მეთოდით გამოყენების შემთხვევაში სივანტო® პრაიმი-ს აქტიური ნივთიერება შთაინთქმება ფოთლების და ღეროს მეშვეობით. ნიადაგის ან სხვა ალტერნატიული სუბსტრატის დამუშავებისას კი ფესვთა სისტემის წყალობით. მცენარეში აბსორბციის შემდგომ სივანტო® პრაიმი აკროპეტალურად (მცენარის ძირიდან წვეროსკენ), ღეროს გავლით გადაადგილდება ქსილემაში და ტრანსლამინარულად ნაწილდება მიმდებარე მცენარეულ უჯრედებში.
უპირატესობები
- თანამედროვე ინსექტიციდი უსაფრთხოების მაღალი პარამეტრებით, ძირითადი მწუწნი მავნებლების კონტროლისთვის
- უსაფრთხოა ფუტკრებისთვის
- პრეპარატის სელექციურობა უმეტეს ბენეფიციარებთან ხეხილსა და ღია გრუნტის ბოსტნეულის კულტურებში, იდეალურად ერგება მავნებლების წინააღმდეგ კომპლექსურ ბრძოლას
- სწრაფი მოქმედება და მავნებლებისთვის საკვების მიწოდების მყისიერად შეწყვეტის უნარი, უზრუნველყოფს ვირუსული ვექტორის ეფექტურ კონტროლს
- კულტურათა უსაფრთხოება და მოსავლის ყველა სტადიაზე პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა
გამოყენება
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა (სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა) | დამუშავების დრო | ლოდინის პერიოდი (დღე) |
ვაზი | ჭიჭინობელები, ფქვილისებრი ცრუფარიანა | 0,25-0,5 (400-800) | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 30 |
ვაშლი, მსხალი | ბუგრები, ხერხიები, ფსილა, მძიმისებრი ფარიანა | 0,6-0,9 (500-1500) | 14 | |
ბოსტნეული | ფრთათეთრა, ბუგრი, კარტოფილის ფსილა, კოლორადოს ხოჭო | 0,5-1,0 (ფოთლიდან), 1,5-2,0 (ნიადაგიდან); (200-400) | 1 | |
ხახვი | თრიფსები | 0,5-1,0 (200-400) | 1 | |
კიტრი (დახურული გრუნტი) | ფრთათეთრა, ბუგრი | 0,05-0,1 (800-1200) | 1 |
- ფესვის ზონაში შეტანა უნდა მოხდეს წვეთოვანი მორწყვით, მიკრო გამაფრქვევლით ან მსგავსი მოწყობილობით!
- სარგავი ორმო უნდა დასველდეს გადარგვამდე!
- ნიადაგიდან შეტანის შემთხვევაში ლოდინის პერიოდი არის 45 დღე