ქერცლფრთიანი მავნებლების მატლების საწინააღმდეგო ახალი სისტემური ინსექტიციდი ბოსტნეულისა და ხეხილისათვის

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი აღაგზნებს რიანოიდურ რეცეპტორებს, რომელიც აფერხებს მწერების ნორმალურ გადაადგილებასა და სიცოცხლის უნარიანობას, რაც იწვევს მათ სიკვდილს. რიანოიდური რეცეპტორები _ ესაა შიდაუჯრედოვანი მექანიზმები, რომლებიც განსაზღვრავს კალციუმის იონების სწრაფად გამოყოფას, რაც განაპირობებს კუნთის შეკუმშვას. ფლუბენდიამიდი ახდენს რეცეპტორის “მოკლე ჩართვას”, რის შედეგადაც დასაშვები კალციუმი გამოიდევნება განუსაზღვრელად. ამის გამო ინსექტიციდ ბელტი®-თ დამუშავების შემდგომ მატლები კარგავენ კონტროლს, მოძრაობის უნარსა და წყვეტენ არსებობას. შემდეგ ხდება სრული დამბლა და სიკვდილი. ტიპიური სიმპტომები შესამჩნევი ხდება დამუშავებიდან 1-2 საათში. შესხურების შემდგომ, მოქმედების უნიკალური მექანიზმის დახმარებით, მატლები გამოიყურებიან ორჯერ უფრო მცირედ ვიდრე დაუმუშავებლები. ბელტი® _ აქტიურად მოქმედებს ქერცლფრთიანი მავნებელი მატლების წინააღმდეგ ბოსტნეულსა და ხეხილში, ასევე სოიაზე, სიმინდსა და თამბაქოზე. პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა დღეისათვის უცნობია. ბელტი® აკონტროლებს იმ სახეობის მატლების პოპულაციას, რომლებიც გამძლეები არიან სპინოსადის, პირეტროიდების, ბენზოლნივთიერებების, ფოსფორ ორგანული და კარბამატის პრეპარატების მიმართ.

უპირატესობები

  • მძლავრი მოქმედება ფართო სპექტრის ქერცლფრთიანი მავნებლების, მათ შორის პომიდვრის ჩრჩილის წინააღმდეგ
  • სწრაფი “ნოკდაუნ ეფექტი”
  • რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, უსაფრთხოა მტაცებელი და სასარგებლო მწერებისათვის.
  • მისაღები ეკოლოგიური პროფილი
  • ეფექტურობა _ უახლესი სტანდარტების დონეზე, ასევე აჭარბებს მათ ბევრ შემთხვევაში
  • ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა
ყურადღება! დაბალი ნორმები გამოიყენება მავნებლების მცირე რიცხოვნობის და მცირე მოცულობის მწვანე მასის შემთხვევაში!

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა* (ლ/ჰა ან კონცენტრაცია) დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა ლოდინის პერიოდი (დღე)
კომბოსტო, პომიდორი ქერცლფრთიანები, ხვატრები, თეთრულები, ჩრჩილები 0.1-0.15 3 7
სიმინდი სიმინდის ხვატარი 0.25-0.375 2 30
თესლოვანი ხეხილი ნაყოფჭამიები 0.3-0.4 2 21
ვაზი ყურძნის ჭია 0.3-0.4 2 21
ჭადარი ჭადრის ბაღლინჯო 0.25-0.375 2 30
კიტრი, საზამთრო, ნესვი ხვატრები 0.1 3 7
კარტოფილი კარტოფილის ტუბერის ჩრჩილი 0.1 4 7
სალათი, ისპანახი ხვატრები 0.1 3 7
ცხარე წიწაკა, ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი (ღია გრუნტი) ხვატრები 0.1-0.15 3 20
ცხარე წიწაკა, ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი (დახული გრუნტი) ხვატრები (10 -15 მლ/100 ლ წყალში) 3 7
    • ვეგეტაციის პერიოდში შესხურებისას სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმაა 200-1200 მ/ჰა. პრეპარატი უსაფრთხოა სასარგებლო მწერებისათვის: პარაზიტული სიფრიფანაფრთიანებისათვის, მტაცებელი ბაღლინჯოსათვის, ყურბელასთვის, აგრეთვე ობობებისა და მტაცებელი ტკიპებისათვის.